სტრასბურგის მოსამართლეობის მსურველთა შერჩევის მიზნით გასაუბრებები დაიწყო

26/08/2017

“დღეს ვატარებთ რიგით მეორე კონკურსს საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის პოზიციაზე სტრასბურგში. ამ კონკურსის ფარგლებში ერთი კანდიდატი, ბატონი ლადო ჭანტურია უკვე დადებითად შეფასებულია და დღეს ჩვენ მეორე და მესამე კანდიდატი უნდა შევარჩიოთ, რომლებიდან ან ორივე უნდა იყოს ქალი კანდიდატი, ან ერთ-ერთი მაინც, ასეთია მოთხოვნა. ასევე, დღევანდელი გასაუბრებისას ვითვალისწინებთ 2017 წლის 21 ივლისის წერილს, რომელიც ჩვენმა კომისიამ ევროსაბჭოდან მიიღო. ეს წერილი მედიისა და საზოგადოებისთვის დღეს გასაჯაროვდა. აღნიშნულ წერილში პირდაპირაა მითითებული საქართველოსთვის ის დამატებითი კრიტერიუმები, რომლებითაც დღეს ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ. კერძოდ, მითითებულია, რომ აუცილებელია კანდიდატი იყოს უფრო მეტი ასაკის, ვიდრე 35 წელია. აუცილებელია, რომ თუკი მოსამართლე კანდიდატია, მას ჰქონდეს ნამუშევარი, ან ამჟამად მუშაობდეს უმაღლეს ან საკონსტიტუციო ინსტანციაში და თუკი ეს არის სამართალმცოდნე და არა მოსამართლე კანდიდატი, მას უნდა ჰქონდეს მნიშვნელოვანი გამოცდილება როგორც პედაგოგს, პროფესორს, ან მეცნიერს. ეს ყველაფერი ამ წერილიდან ცალსახად იკითხება. კომისიის მუშაობის შედეგებს დღის ბოლოს ყველანი ერთად შევაფასებთ და შევაჯერებთ. ყველანი უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ჩვენ სამპირიან სიაში ისეთი კანდიდატები ვერ გვეყოლება, რომლებიც ყველას მოგვწონს. ყველა კანდიდატის მიმართ ყოველთვის იქნება გარკვეული საწინააღმდეგო მოსაზრებები გამოთქმული ჩემი მხრიდან თუ კომისიის სხვა წევრების მხრიდან. მნიშვნელოვანია ის, რომ არასამთავრობო სექტორიდან კოალიციას აქვს და მომავალშიც, სანამ კომისია იმუშავებს ჰქონდა და ექნება შესაძლებლობა, იყოს პროცესებში ჩართული. თუ ისინი ამ უფლებას არ გამოიყენებენ, ეს მათი გადასაწყვეტია. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ევროსაბჭოს 40-ზე მეტ ქვეყანაში ალბათ სამი-ოთხი ქვეყანა თუ მოიძებნება საქართველოს დარად, სადაც არასამთავრობო სექტორს ასეთი უფლებები და შესაძლებლობები აქვს მოსამართლის შერჩევის პროცესში. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ ამ პროცესში მონაწილეობა ბოლომდე მიიღონ და როგორც ამას ომბუდსმენი აკეთებს, თუკი რაიმე იქნება საკრიტიკო, მონაწილეობის პროცესში გამოთქვას და არა ბოიკოტის რეჟიმში, რომელიც ალბათ, მაინცდამაინც სერიოზულად არ გამოიყურება. რაც შეეხებათ ადვოკატებს, მიხარია, რომ ისინი დღეს წარმოდგენილნი არიან და ამ პროცესში მონაწილეობენ. ჩვენთან საადვოკატო ფირმების გაერთიანებაა, რომელსაც წარმოადგენს პატივსაცემი ადვოკატი ზვიად კორძაძე“.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0