სტიქიის შედეგები წყალტუბოში

09/07/2016

წუხელ ძლიერმა წვიმამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ქალაქის და სოფელ ხომულის ტერიტორიაზე მოსახლეობის გარკვეული ნაწილი დააზარალა. წყალმა სახლების ქვედა სართულები დატბორა, წყლით დაიფარა სახნავ-სათესები, ხეხილი, განადგურებულია წლის მოსავალი: კარტოფილი, სიმინდი და სხვა ერთწლიანი კულტურები. წყალმა წაიღო ხიდ-ბოგირი რომელიც ე.წ. საყუმარს და სოფელ ქვილიშორს აკავშირებს ერთმანეთთან. ხომულის გაღმა მხარე სოფლის ცენტრთან და სასაფლაოსთან აკავშირებდა . მსხვერპლი არ არის.
დღესვე დაზარალებული მოსახლეობა იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, და გუბერნიის პირველმა პირებმა მოინახულეს. ადგილზე იმყოფებოდა წყალტუბოს მუნციპალიტეტის გამგებელი კონსტანტინე მამისეიშვილი და მოადგილე გენადი ბალანჩივაძე, ცოტნე ზურაბიანი. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობა საგანგებო რეჟიმზეა გადასული.
ქ. წყალტუბოში წყალდიდობის გამო დაზარალებულია კობა ბაბუნაშვილის ოჯახი საავადმოფოს მიმდებარე ტერიოტრიაზე. როგორც დიასახლისმა მერი ბაბუნაშვილმა გვითხრა ეს პრობლემა ყოველი წვიმის მოსვლის შემდეგ 40 წელია აქვს ამ ოჯახს. საცხოვრებელ სახლში წყალი შევიდა ვანო მიქაბერიძის ოჯახშიც. ყველაზე დიდი ზარალია ჭავჭავაძის ქუჩაზე მცხვორები მანეჟა ხაბულიანის ოჯახში, სადაც ერთიანად დაიტბორა ტექნიკა ავეჯი, ოჯახის წვრებმა ნივთების გამოტანაც ვერ მოასწრეს.
ამავე ტერიტორიაზე დაზარალებულია სევერიანე დოლიძის და მამუკა ხუციშვილის ოჯახებიც. წყალმა წაიღო ნათესები, დაეხრჩოთ ძაღლი. წყალი შევდა სახლებშიც.
თბილისის ქუჩაზე ასევე დაიტბორა მაყვალა კაცაძის, ცირა ბენდელიანის, ერმილე სულაბერიძის, გოჩა დარახველიძის, რეზო მიქაუტაძის და ბაღდასარ ოგანეზოვის საცხოვრებელი სახლების ქვედა სართულები. აქვეა ვაზნარის ღელე, რომელიც ძლიერი წვიმის დროს ივსება წყლის ნაკადით და წყალი სახლებში აღწევს.
ძლიერმა გადაუღებელმა წვიმამ სოფელ ხომულში დააზიანა ბადრი გედენიძის, ოჯახი. მასთან წყალი სახლში შევიდა, დაუტბორა ნათესები, დაეხრჩო ქათმები ერთი ღორი. როგორც თავად ამბობს მცირეწლოვან ოჯახის წევრებთან ერთად ღამე მეზობლის მანქანაში გაათია. ასევე დაზარალებულია ლამარა მოდებაძის, მიხეილ ზარნაძის, მარგო კვასტიანის, გერვასი გედენიძის და იური გედენიძის ოჯახები. ეს უკანასკნელი ოჯახი სოციალურად დაუცველია და სახლს ბზარები აქვს გაჩენილი. სოფელ ხომულში ასევე დაიზიანდა ვაჟა ფანცხავას საკარმიდამო და ჟორა ფანცხავას სიმინდის ფართობი.
ამჟად მიმდინარეობს ზარალის დათვლა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0