სტიქიის შედეგები დუშეთის მუნიციპალიტეტში

08/07/2017

მიმდინარე წლის 6-7 ივლისის ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანდა დუშეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე ადმინისტრაციული ერთეული: ჭართლის, გუდამაყრის, ბარისახოს, ფასანაურის, ქვეშეთის, შატილისა და მაღაროსკარის.
7 ივლისს, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 52-ე, 56-ე კმ-ზე ჩამოწვა მეწყერი და დროებით ჩაკეტა გზა. მოძრაობა ოპერატიულად აღდგა საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ.
გუდამაყრის ადმინისტრაციულ ერთეულში დაზიანდა ბურსაჭირი-ჩოხი-ლუთხუბი-ბაკურხევის საავტომობილო გზა. აღდგენით სამუშაოებს ახორციელებს ,,ენერგოტრანსის’’ ტექნიკა, მიმდინარეობს სამუშაოები.
რთული ვითარებაა შატილი-ბარისახოს დამაკავშირებელ გზაზე, სადაც სამი დღეა მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები ,,ბარისახოს საგზაოს’’ მიერ. საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მიერ, ამჟამად მიმდინარეობს შატილში დარჩენილი ტურისტების გადმოყვანა.
ასევე დაზიანებულია ჭართლის, მაღაროსკარის, ბარისახოს, ფასანაურისა და ქვეშეთის ადმინისტრაციული ერთეულების გზები. სტიქიის ზონებში იმყოფებიან სპეციალისტები, რომლებიც ადგილზე აღრიცხავენ ზარალს (ზუსტი მოცულობა ორშაბათისთვის დაზუსტება). ზემოთჩამოთვლილ თემებში პირველადი სამუშაოების ჩასატარებლად გაგზავნილია ტექნიკა. პროცესებში აქტიურადაა ჩართული მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ლევან ზაუტაშვილი, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0