სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები დაიწყო

Sunday February 5th, 2023

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გურიის რეგიონში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები დაიწყო და აქტიურად მიმდინარეობს, რომელსაც მხარის რწმუნებული გიორგი ურუშაძე ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად ადგილზე გაეცნო.

“საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით ძლიერი ქარის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების მიზნით გურიის რეგიონისთვის 4 355 000 ლარი გამოიყო. სამშენებლო მასალები უკვე შეძენილია, აქტიურად მიმდინარეობს მათი დარიგების პროცესი და იგი გაგრძელდება მანამ, სანამ თითოეული დაზარალებული მოქალაქის საჭიროება არ იქნება დაკმაყოფილებული”,- აღნიშნა გიორგი ურუშაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0