სტიქიის შედეგად ხევსურეთში ჩარჩენილი ტურისტები ეტაპობრივად იქნენ გადაყვანილნი უსაფრთხო ადგილებზე. პირველ ეტაპზე მოხდა რუსთავის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და მათი მასწავლებლის ტრანსპორტირება და საცხოვრებელ სახლებში დაბრუნება. ამის შემდეგ, შსს-ს თანამშრომლებმა უზრუნველჰყვეს 5 უცხოელი ტურისტის უსაფრთხო ადგილზე ტრანსპორტირება და ჯგუფის დანარჩენ წევრებთან ერთად მათი თბილისში გადაყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენებმა ტურისტების ტრანსპორტირებისთვის რამდენიმე რეისი განახორციელეს. სამაშველო სამუშაოების შედეგად სტიქიის ადგილიდან დაახლოებით 90 ვიზიტორი იქნა გამოყვანილი.
სტიქიის შედეგად ხევსურეთში ჩარჩენილი ტურისტები ეტაპობრივად იქნენ გადაყვანილნი უსაფრთხო ადგილებზე
09/07/2017