იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველმა მოადგილემ, პაატა ნადირაძემ, მუნიციპალიტეტის გამგებელთან ვალერი ფოცხვერიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად რამოდენიმე დღის წინ სტიქიის შედეგად დაზიანებული ლოკაციები დაათვალიერა. ობიექტებზე სამუშაოების უმეტესობა დასრულებულია, რის შედეგადაც, მოსახელობას სტიქიის შედეგად გამოწვეული პრობლემები მოეხსნა. ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული კორპუსების სახურავები აღადგინეს.
გუბერნატორის მოადგილემ სწრაფი რეაგირებისთვის ადგილობრივ ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა.
მუნიციპალიტეტის გამგებლის ვალერი ფოცხვერიას განცხადებით, ადგილობრივმა ხელისფულებამ დროული მობილიზება მოახდინა, არ დაელოდა ცენტრალური ხელისუფლების მიერ თანხების ჩამორიცხვას და დაზიანებული სახურავების რეაბილიტაციისათვის სახსრები ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყო. რამოდენიმე კორპუსი მშენებელმა ორგანიზაციებმა საკუთარი ხარჯებით აღადგინეს. გამგებელმა მადლობა გადაუხადა ყველა სამსახურს რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი სალიკვიდაციო სამუშაოებში.
სტიქიის შედეგად დაზიანებული ობიექტები აღადგინეს
02/12/2016