სტიქიის შედეგად დაზიანებული სახლების გადახურვა დაიწყო

28/09/2016

21 სექტემბერს ოზურგეთში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზიანებული სახლების გადახურვა დაიწყო.
გადაუღებელი წვიმის შედეგად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურში მცხოვრები 23 ოჯახი დაზარალდა. საცხოვრებელ სახლებს ძლიერმა წვიმამ და ქარმა სახურავები გადახადა. დაზიანდა საყოფაცხოვრებო ტექნიკა.
გადახურვითი სამუშაოები მე-2 დღეა მიმდინარეობს.
იცვლება დაზიანებული ხეობა. მონტაჟდება თუნუქის სახურავები.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით ხორციელდება.
21 სექტემბრის სტიქიის შედეგად მიყენებულმა ზარალმა 200 000 ლარს გადააჭარბა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0