დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე, პირველ მოადგილესთან ვასილ წიკლაურთან, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან გივი ზურაბაშვილთან და მერის წარმომადგენელთან დავით მელიქიშვილთან ერთად, ფასანაურის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებულ სტიქიის ზონებში მიმდინარე სამუშაოების გასაცნობად იმყოფებოდა. მაცაცო ნარიმანიძის თქმით, სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები მუნიციპალიტეტში აქტიურად გრძელდება. გადაუღებელმა წვიმამ ხანდოს ხეობამდე მისასვლელი გზები დააზიანა და ამ ეტაპზე ადგილზე შესაბამისი ტექნიკა და უწყებები არიან მობილიზებული. მაცაცო ნარიმანიძემ, აგრეთვე, დაათვალიერა სოფელ ჩაბარუხამდე მისასვლელი გზის მონაკვეთიც, სადაც ამ ეტაპზე მძიმე ტექნიკა მუშაობს. რაც შეეხება უკანაფშავის ადმინისტრაციულ ერთეულს, აქ ჩამოშლილი მეწყრისგან უკვე სრულად გაიწმინდა შუაფხო-უკანაფშავის საავტომობილო გზის მონაკვეთი და ყველა ტიპის ტრანსპორტით გადაადგილება შესაძლებელია. გაწმენდითი სამუშაოები სრულდება გუდამაყრის ადმინისტრაციულ ერთეულშიც, ხოლო ხვალიდან დაიწყება ბარისახოს ადმინისტრაციულ ერთეულში წინხადუ-ზეისტეჩო-ატაბეს გზის მონაკვეთის გაწმენდა.
სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები მუნიციპალიტეტში აქტიურად გრძელდება.
08/05/2022