ქობულეთში სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები გრძელდება. სოფელ ციხისძირისა და ბუკნარში წყლის მიწოდება აღდგენილია. დილიდან გეოლოგებთან ერთად დაზიანებული ოჯახების მდგომარეობის შესწავლა მიმდინარეობს. ინტენსიურად იწმინდება შიდასასოფლო გზები. 12 ერთეული სპეცტექნიკა 6 მიმართულებით მუშაობს. სტიქიის შედეგად 20 საცხოვრებელ სახლს შეექმნა საფრთხე, მათგან 12 მდგომარეობა კრიტიკულია, 6 ოჯახი გასახლებულია. გეოლოგიური შესწავლის შემდგომ ოჯახების მდგომარეობას სტიქიის შემსწავლელი კომისია განიხილავს. სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები გვიან ღამემდე გაგრძელდება.
სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები გვიან ღამემდე გაგრძელდება
25/09/2017