სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები მიმდინარეობს

10/07/2016

ქობულეთში უამინდობამ პრობლემები შექმნა. სტიქიის შედეგად მეწყერული პროცესები მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში განვითარდა. დაზიანდა შიდასასოფლო გზები. მესამე დღეა აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების გატარება. სტიქიასთან ბრძოლის შტაბი საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. გამგეობაში მოქმედებს ცხელი ხაზი: 0 800 100 107. ზარი უფასოა.
გამგეობისა და საგზაო დეპარტამენტის ორგანიზებით ინტენსიურად მიმდინარეობს სასოფლო გზების გაწმენდითი სამუშაოები. სპეც ტექნიკა პარალელურად რამდენიმე მიმართულებით მთელი დატვირთვით მუშაობს. ამ ეტაპისთვის ხალას, ჩაისუბნისა და ჭახათის მიმართულებით გზების გაწმენდით სამუშაოებს 8 ერთეული ტექნიკა აწარმოებს. ასევე საგანგებო რეჟიმში მუშაობს ა(ა)იპი „ქობულეთის სოფლის წყალი“. მობილური ბრიგადები ოპერატიულად აწარმოებენ სოფლის წყალსადენი სისტემების სათავე ნაგებობების გაწმენდით და დაზიანებული მაგისტრალების აღდგენით სამუშაოებს.
სტიქიის შემსწავლელი კომისია ზარალს ითვლის. შედეგები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. ასევე მიმდინარეობს სტიქიით დაზიანებული საცხოვრებელი სახლების გეოლოგიური კვლევა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0