ცოტა ხნის წინ ძლიერი წვიმა განმეორდა სოფ. ტბაზე, სოფ. ცემსა და დაბა წაღვერში. ცენტრალური გზის მიმდებარე ქუჩებიდან წამოსულმა ნიაღვარმა და ინერტულმა მასალამ წაღვერში გზის ნაწილის დატბორვა გამოიწვია. სტიქიას ხელი არ შეუშლია ავტომანქანების გადაადგილებისათვის. ადგილზე ამ წუთებშიც მუშაობს 3 ერთეული ტექნიკა და ინტენსიურ რეჟიმში ხდება გზის გაწმენდითი სამუშაოები.
ადგილზე იმყოფებიან სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნი მინდია ჯანელიძე, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე და ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი დიმიტრი ყიფიანი.
გამგებლის განმარტებით, დატბორილია ასევე რამდენიმე მოსახლის საკარმიდამო ნაკვეთი, ამ ეტაპზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს როგორც შესაბამისი ტექნიკის ასევე ადგილობრივების დახმარებით. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და პანიკის არანაირი საფუძველი არ არის.
სტიქია წაღვერში
05/08/2016