დუშეთის მუნიციპალიტეტში მოსულმა ნალექმა დააზარალა ანანურის, ჟინვალის, ჭონქაძის, გრემისხევის, მჭადიჯვრის, ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი რამდენიმე სოფელი:
ანანურში მოსულმა სეტყვამ დააზიანა სახლის სახურავები, სოფ.ებნისსა და შუახევში ნაწილობრივ განადგურდა სავარგულები. დაზიანდა ხორხის, თვალივის, გუდრუხის, უკანაფშავის, არღუნის, ვეძათხევის სასოფლო გზები.
მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვაჟა ჩოხელმა და გამგებლის პირველმა მოადგილემ ბექა ღარიბაშვილმა მოინახულეს დაზიანებული ადგილები და დაზარალებულ მოსახლეობას დახმარება აღუთქვეს.
სტიქია დუშეთის მუნიციპალიტეტში
31/05/2016