6-7 ივლისის ძლიერი წვიმის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა დუშეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე ადმინისტრაციული ერთეული. განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ბარისახოში, სადაც დაზიანებულია ცენტრალური და შიდა გზები; სოფელ ბისოში დიამეწყრა ფერდობი, სოფლებში- ხახმატსა და კორშაში ადიდებულმა მდინარეებმა მოწყვიტა საფეხმავლო ხიდები, დამცავი გაბიონები და ჯებირები, ლიქოკის ხეობაში მდინარის მიღმა დარჩა რამდენიმე ოჯახი, ნატანი მასალით ამოივსო გუდანი-ატაბე-წინხადუს ხევები და ბოგირები. უხვი ნალექის შედეგად, შატილის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გიორგიწმინდაში ჩამოწოლილმა მეწყერმა მნიშვნელოვნად დააზიანა გიორგიწმინდა-შატილის გზა, ადიდებულმა ხევებმა წაიღო სოფლების-კისტანისა და ხონისჭალას ხიდები. ამ დრომდე შატილში რჩება 55-მდე ტურისტი, რომლებიც უამინდობის დროს შატილსა და გულოს ხეობაში იმყოფებოდნენ. ტურისტების ტრანპორტირებას ხელს კვლავ უამინდომა უშლის. ნაპირსამაგრი გაბიონები, საცალფეხო ხიდები და შიდა გზები დაზიანდა, ასევე, მაღაროსკარის ადმინისტრაციულ ერთეულშიც, სოფლებში-მიგრიაულთასა და კაწალხევში. ასევე, რთულია მდგომარეობა ჭართლისა და გუდამაყრის ადმინისტრაციულ ერთეულბში, განადგურებულია სოფლებში მისასვლელი გზები, დაზიანებულია ხიდები და ნაპირსმაგრები. გარესამყაროსაა მოწყვეტილი გუდამაყრის რამდენიმე სოფელი (სიჯანათხეობაში), ადგილობრივების თქმით, გადაადგილება შეუძლებელია ფეხითაც კი; დაიზნებულია ჩოხი-დუმაცხო-გამსის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა, ადიდებულმა არაგვმა დააზიანა საავტომობილო ხიდისოფელ მაქართაში; თითქმის ყველა სოფელს შეექმნა პრობლემა ჭართლის ადმინისტრაციულ ერთეულში, განაკუთრებით დაზიანებულია მისასვლელი გზები სოფლებში -მენესო, ჭართალი და მუგუდა. სტიქიის ზონები მოინახულა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლემა-ვაჟა ჩოხელმა, იგი გამგეობის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო ვითარებას. შექმნილი პრობლემების მოსაგვარებლად დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახურები უკვე მუშაობენ, დაზიანებულ სოფლებში, სადაც ამინდი შესაბამის პირობებს ქმნის უკვე დაწყებულია აღდგენითი სამუშაოები, ხოლო სოფლებში, სადაც უამინდობა კვლავ პრობლემაა- გამოდარებისთანევე დაიწყება.
სტიქია დუშეთის მუნიციპალიტეტში
07/07/2017