მდინარე ნატანების ადიდების შედეგად ოზურგეთში, კიტა მეგრელიძის ქუჩის მე-5 შესახვევში სტიქიამ რანდენიმე ოჯახი დააზარალა. ადიდებულმა მდინარემ ჯორბენაძეების, ცეცხლაძეების, ქათამაძეების და ჩხარტიშვილების საკარმიდამო ნაკვეთების ნაწილი წაიღო. ადგილზე მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი, თემურ გიორგაძე იმყოფება. მისი თქმით, აუცილებელია გამაგრებითი სამუშაოების დროულად დაწყება, რადგან სტიქიის განმეორების შენთხვევაში საფრთხე მოსახლეობას დაემუქრება. მერიაში ზარალის დამთვლელი ჯგუფი მუშაობს. სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები ყველა კრიტიკულ მონაკვეთზე მიმდინარეობს.
სტიქიამ რანდენიმე ოჯახი დააზარალა
29/09/2019