მიმდინარე წლის 6-7 ივლისის ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანდა დუშეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე ადმინისტრაციული ერთეული: ჭართლის, გუდამაყრის, ბარისახოს, ფასანაურის, ქვეშეთის, შატილისა და მაღაროსკარის.
გუდამაყრის ადმინისტრაციულ ერთეულში დაზიანდა ბურსაჭირი, ჩოხი, ლუთხუბი, ბაკურხევის საავტომობილო გზები. ინტენსიურად მიმდინარობს გაწმენდითი სამუშაოები. ამჟამად მიმოსვლა აღდგენილია ყველგან. ელექტროენერგია მიეწოდება ყველა სოფელს.
ჭართლის ადმინისტრაციულ ერთეულში დაზიანებულია მენესოს, მუგუდას, სონდასა და ჟუღისი-ვაშლობის გზები. ამ დროისთვის მიმდინარეობს ტექნიკის მობილიზება გაწმენდითი სამუშაოების ჩასატარებლად. აღდგენილია ელექტრომომარაგება.
ფასანაურის ადმინისტრაციულ ერთეულში დაზიანებულია ხანდოს ხეობის, წინკობანის, ამირთასა და ბაცურ-ცხვედიეთის გზები, უკვე მობილიზებულია ტექნიკა და მიმდინარეობს სამუშაოები, რომელიც უახლოესი 2-3 დღის განმავლობაში დასრულდება. ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია.
ქვეშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში დაზიანებულია ლომისის ხევის მიმდებარე და სხვადასხვა სოფლების გზები, სადაც გადაადგილება შესაძლებელია მაღალი გამავლობის ავტომობილებით. ხევის გაწმენდა დაიწყება 2-3 დღეში.
მაღაროსკარის ადმინისტრაციულ ერთეულში დაზიანებულია გომეწარსა და კაწალხევში მისასვლელი გზები. სამუშაოების ჩასატარებლად მიმდინარეობს ტექნიკის მობილიზება. აღდგენილია ელექტროენერგიის მიწოდება.
შატილის ადმინისტრაციულ ერთეულში ვერ ხერხდება გადადგილება, გარდა კისტანის მიმართულებისა. ხორციელდება ტექნიკის მობილიზება გაწმენდითი სამუშაოების ჩასატარებლად.
ბარისახოს ადმინისტრაციულ ერთეულში გადაადგილება ვერ ხერხდება ხახმატში, ლიქოკის ჭალასა და წინხადუში. მობილიზებულია ტექნიკა. ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია მხოლოდ ბარისახოსა და კოშაში.
შეიქმნა ,,დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სტიქიის შედეგების განმხილველი კომისია’’, რომელიც ზარალის ზუსტ ოდენობას წარმოადგენს 2-3 დღის განმავლობაში.
სტიქიამ დუშეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე ადმინისტრაციული ერთეული დააზარალა
10/07/2017