საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა სამინისტროში სტაჟირება გავლილ პირებს სერტიფიკატები გადასცა. თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის, საქართველოს ტექნიკური, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტებისა და სხვა უმაღლესი სასწავლო დაწესებულების სტუნდენტებმა და მაგისტრანტებმა 2015-2016 წლებში სტაჟირება გაიარეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციაში (დეპარტამენტი), საზოგადოებასთან ურთიერთობის, შიდა აუდიტის, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების, სამართლებრივი უზრუნველყოფის, პროფესიული განათლებისა და ეკონომიკურ დეპარტამენტებში.
სტაჟიორებს სერტიფიკატები გადაეცათ
05/08/2016