სსმს-მ მტკვარზე სამაშველო სამსახურის განახლებული შენობა გახსნა

31/07/2016

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ თბილისში, მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე სამაშველო სამსახურის განახლებული შენობა გახსნა.
ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, მერაბ მალანია და შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი, ზვიად ქაწაშვილი დაესწრნენ.
მათ ახალი შენობა, სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერეს. უახლესი ტექნიკითა და ინვენტარით აღჭურვილი სამაშველოს შენობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მეხანძრე-მაშველთა ყოველდღიურ სამუშაო პირობებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0