ჭავჭავაძის უბანში სპორტული მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები მალე დასრულდება. დღეს მინი სტადიონის სამშენებლო სამუშაოებს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები ადგილზე გაეცნენ. ინფრასტრაქტურული პროექტის ფარგლებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედანი მოეწყობა, რომელიც დეკორატიული ღობით შემოიფარლა, ასევე დამონტაჟდა განათების სისტემა. მოედანზე დაიგება 25 მმ-იანი სისქის ხელოვნური საფარი და განთავსდება მაყურებელთა ტრიბუნა. პროექტის განხორციელებისთვის 74 500 ლარი არის გამოყოფილი. სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება. სამუშაოებს შპს „ჯეო ბილდერი“ ახორციელებს.
სპორტული მოედნის რეაბილიტაცია მალე დასრულდება
04/11/2016