სპორტული მოედნის რეაბილიტაცია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში

10/03/2016

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყოფილი სამშობიაროს ახალგარემონტებული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე სპორტული მოედნის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
დღეს კალათბურთის ფარის დამოტაჟების პროცესში ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრები ჩაერთნენ.
,, უახლოეს პერიოდში თავშესაფარში მცხოვრებ ბავშვებს საშუალება მიეცემათ ცხოვრების ჯანსაღი წესით იცხოვრონ და სხვადასხვა სპორტული აქტივობით დაკავდნენ. მიმდინარეობს ეზოსა და სპორტული მოედნის მოწესრიგება .“-აღნიშნა ქალაქის მერის მოადგილემ, კობა დუნდუამ.
ყოფილი სამშობიაროს შენობაში ახალგარემონტებული საცხოვრებელი ფართი ე.წ. უსახლკარო მოქალაქეებს ახალ წელს ქალაქის მერიამ ახალ წელს გადასცა. აღნიშნულ შენობაში ყველა საჭირო პირობით უზრუნველყოფილი ფართი 51 მოქალაქემ მიიღო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0