მცხეთის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართა სპორტული კლუბის „ივერია“ პრეზენტაცია. აღნიშნულ კლუბს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აქვს გაფორმებული ფრისბის, 13 კაცა რაგბის და ამერიკული ფეხბურთის ეროვნულ ფედერაციებთან. კლუბი 6 თვეა რაც არსებობს და შეჯიბრებებში მცხეთის სახელით მონაწილეობს. კლუბის მწვრთნელები აქტიურად არიან ჩართულნი ახალგაზრდა პერსპექტიული სპორტსმენების აღმოჩენის საქმეში. შეხვედრას ესწრებოდნენ მხარის გუბერნატორი გოჩა ზეიკიძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზურაბ აბესაძე, ქალაქ მცხეთის მერი ავთანდილ ნემსიწვერიძე და სხვა ოფიციალური პირები. გუბერნატორმა და მცხეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ წარმატებები უსურვეს კლუბს და მის წევრებს თანადგომას დაპირდნენ.
სპორტული კლუბის “ივერია”-ს პრეზენტაცია გაიმართა
20/10/2016