გიორგი დოხტურიშვილმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან დავით შერაზადიშვილთან ერთად ახალი, მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობის პროცესი მოინახულა.
“საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა, სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარება და პოპულარიზაცია ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია, სწორედ ამ მიზნით, ბოლნისს 2023 წლის ოქტომბერში ახალი, მრავალფუნქციური, თანამედროვე სტანდარტების მქონე სპორტული კომპლექსი ექნება” – აღნიშნა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა
ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში:
მოეწყობა 250 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა;
პირველი დარბაზი დაეთმობა: კალათბურთს, ფრენბურთისა და ხელბურთის სივრცეებს;
მეორე დარბაზი დაეთმობა: კრივის, ჭიდაობის, კარატისა და სხვა სპორტულ აქტივობების სივრცეებს;
წესრიგდება ელექტრო სისტემა
შენობა აღიჭურვება გათბობა-ვენტილაციის თანამედროვე სისტემით;
შენობა ადაპტირებული იქნებაშეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის;
მოხდება კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა.
ინფრასტრუქტურული პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ფინანსდება და ღირებულება, ჯამში 2 500 000 ლარს შეადგენს. ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად სამუშაოები მისმა მოადგილემ, ილია ჯალაღანიამ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა, მერის მოადგილემ ბუბა გობეჯიშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოინახულეს.