სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გასვლითი სხდომა გამართა

16/06/2021

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გასვლითი სხდომა გამართა. კომიტეტის წევრებმა ახალციხესა და ასპინძის მუნიციპალიტეტებში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურა, მიმდინარე პროექტები და მშენებარე ობიექტები მოინახულეს,ადგილზე გაეცნენ იმ პრობლემატურ საკითხებს, რომლებიც რეგიონის ახალგაზრდობის მიმართ სპორტის სახეობების კუთხით დგას. კომიტეტი, გასვლითი სხდომის ფორმატში, ადგილზე ეცნობა სპორტულ ინფრასტრუქტურას. კომიტეტის გასვლით სხდომას, სახელმწიფო რწმუნებული სამცხე -ჯავახეთში ბესიკ ამირანაშვილი, ახალციხის, ასპინძის, ადიგენისა და ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატი ანტონ ობოლაშვილი, ახალციხისა და ასპინძის მუნიციპალიტეტის მერები, რწმუნებულის მოადგილეები, სამხარეოს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0