სპეთში გზის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო

15/06/2016

საჩხერის მუნიციპალიტეტში 12 ივნისს უხვი ნალექის შედეგად რამოდენიმე სოფელი დაზარალდა. მათ შორის სოფელი სპეთში მდინარე კინთუას ადიდების შედეგად გზა განადგურდა. ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევით დაზიანებული გზის აღდგენის სამუშაოები უკვე დაიწყო.

სამუშაოები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ, ვიცე–გუბერნატორმა გიორგი ჭიღვარიამ, საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მალხაზ ბაზაძემ დაათვალიერეს და დაზარალებულ მოსახლეობასაც შეხვდნენ. აქ იმყოფებოდნენ ასევე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ნადირაძე და სხვადასხვა სამსახურების ხელმძღვანელი პირები. ადგილზე მუშაობს სპეციალური ტექნიკა . იწმინდება სოფლის დამაკავშირებელი გზა მუნიციპალიტეტის ცენტრამდე. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 1კილომეტრამდე მონაკვეთზე მიმდინარეობს და რამოდენიმე დღეში დასრულდება.
სპეთში ძლიერი წვიმის შედეგად სახნავ სათესი მიწებიც დაზიანადა. ამ კუთხით მუნიციპალიტეტის გამგეობა უკვე მუშაობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0