ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოციალური კომისია, მორიგ სხდომაზე, დღეს შეიკრიბა და ბენეფიციართა განცხადებები განიხილა. გამგებლის მოადგილე გიზო სართანიამ და სოციალური დაცვის დანყოფილების უფროსმა გოგი რევიამ, ყველა შემოსული განცხადება კომისიის სხდომის გამართვამდე ადგილზე გადაამოწმეს. ბენეფიციართა საცხოვრებელ პირობებს გაეცნენ და დახმარების თაობაზე გადაწყვეტილება კომისიის წევრებთან განხილვის შემდეგ მიიღეს. შემოსული განცხადებები ბინის ქირით უზრუნველყოფას, მომვლელის პროგრამაში ჩართვას და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარებას შეეხებოდა. დღევანდელ სხდომაზე 500 ლარით 7 ბენეფიციარს დაეხმარნენ, ბინის ქირით უზრუნველყოფის პროგრამაში 3, ხოლო მომვლელის პროგრამაში 5 ბენეფიციარი ჩაერთო.
სოციალურმა კომისიამ ბენეფიციართა განცხადებები დააკმაყოფილა
06/05/2016