სოციალური სახლების მშენებლობა აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს

15/09/2016

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების სპორტის ძეგლთა დაცვის ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა მაია ჩიტაიამ, სოციალური დაცვის განყოფილების უფროსთან გოგი რევიასთან ერთად, სოციალური სახლების კომისიის ფარგლებში, საცხოვრებელი სახლების მშენებლობის პროცესს ცვანეს, ერგეტას, კოკისა და ახალაბასთუმნის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაეცნო.
სოციალური განყოფილების უფროსის გოგი რევიას ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლების მშენებლობა კონტრაქტით გათვალისწინებულ ვადებში მიმდინარეობს და დარღვევის შემთხვევები არ ფიქსირდება. სახლების მნიშვნელოვან ნაწილში უკვე ჩასმულია მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები, მოწყობილია სველი წერტილები და მიმდინარეობს კედლის შელესვითი სამუშაოები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0