სოციალური პროგრამების დასაფინანსებლად 1,5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა

22/12/2016

სხვადასხვა სოციალური პროგრამების დასაფინანსებლად ერთი წლის განმავლობაში 1,5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, რომლის ფარგლებში 5318 ადამიანს გაეწია დახმარება. მუნიციპალიტეტში უკვე მეორე წელია ხორციელდება მნიშვნელოვანი სოციალური პროექტი, რომელიც უსახლკარო ადამიანთა საცხოვრისით უზრუნველყოფას ითვალისწინებს. გასულ წელს სოციალური პროექტით 32 ადამიანმა ისარგებლა. პროგრამა მიმდინარე წელსაც აქტიურად ხორციელდება. მიმდინარე წელს უსახლკარო ადამიანთა საცხოვრისით უზრუნველყოფის პროგრამით 48 ოჯახმა ისარგებლა. პროგრამის დასაფინანსებლად 132 200 ლარი გამოიყო. 2016 წელს 619 ადამიანს დაუფინანსდა სამედიცინო მომსახურეობა, პროგრამის ფინანსური პაკეტით ამ დროისთვის 209655 ათასი ლარია ათვისებული. ერთჯერადი ფინანსური დახმარება 2994 ადამიანმა მიიღო, რომლის უზრუნველსაყოფად 486131 ათასი ლარი გამოიყო. ეპილეფსია და პარკინსონით დაავადებულთა უფასო მედიკამენტებით 320 მოქალაქემ ისარგებლა (თანხით 58370 ათასი ლარი); თირკმლის უკმარისობით დაავადებული ბენეფიციარების ყოველთვიური ფინანსური დახმარებით 34 მოქალაქე დაკმაყოფილდა (თანხით 38 200 ლარი) სოციალური პაკეტის შესაბამისად დაფინანსდა აგრეთვე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომის მონაწილეთა პროგრამა (თანხით 28700ლარი); სტიქიით დაზარალებულთა ფინანსური დახმარება (თანხით 62998) ; ხანდაზმულთა სოციალური დაცვა (უფასო სადილი თანხით 77266ლარი); ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა (თანხით 79900ლარი); სარიტუალო ფინანსური დახმარება (თანხით 24450 ლარი); სადღესასწაულო დახმარება (თანხით 35130 ლარი); პირველი და მეორე ჯგუფის მხედველობით ინვალიდი ბენეფიციარების ყოველთვიური ფინანსური დახმარება (115930 ლარი) შშმ პირთა სოციალური დაცვა (თანხით 7650ლარი).

Tweet about this on TwitterShare on Facebook0