სოციალურად დაუცველ ოჯახებს სამშენებლო მასალა გადაეცათ

06/04/2017

20 მარტს, ძლიერმა ქარმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოწმინდაში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. ქარის შედეგად დაზიანდა შიოშვილების, ძულიაშვილების და როსტომაშვილების საცხოვრებელი სახლები. აღნიშნული ოჯახები არიან სოციალურად დაუცველები, არ გააჩნიათ შემოსავალი და სწორედ ამიტომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად სხვადასხვაგვარი საამშენებლო მასალა გადასცა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0