„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“, ცენტრალური ბიუჯეტიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის 714 000 ლარია გამოყოფილი

03/02/2023

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ სოფლის კრებებს დაესწრო. სოფელში არსებული საჭიროებების გამოსავლენად შეხვედრები დარბაზის თემის სამ სოფელში: წიფორში, ჭრეშსა და ხახალაჯვარში გაიმართა. 2023 წელს პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები აღნიშნული სოფლების მაცხოვრებლებმა მსჯელობის შედეგად შეარჩიეს. სოფელ წიფორში მოსახლეობის გადაწყვეტილებით გზისპირა მოსაცდელი გაკეთდება, სოფელ ჭრეშში შიდა გზა, ხოლო ხახალაჯვარში სანიაღვრე ქსელი მოეწყობა. პროგრამის ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში საერთო კრებები და კონსულტაციები გაიმართება, სადაც მოსახლეობა პრიორიტეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს დაასახელებს. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“, ცენტრალური ბიუჯეტიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის 714 000 ლარია გამოყოფილი, რომელიც სოფლად მცხოვრები მოქალაქეების საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებას მოხმარდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0