სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა

16/03/2021

დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზდიშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, პროგრამის ფარგლებში ბოლო კრება სოფელ ქვემო ბოლნისში ჩაატარა და სოფელში არსებული პრობლემები ადგილზე მოისმინა. სოფელ ქვემო ბოლნისში, მოსახლეობის გადაწყვეტილებით, წელს გამოყოფილი თანხით, გარე განათების ქსელის მონტაჟი გაგრძელდება. მოსახლეობასთან შეხვედრები ერთი თვის წინ დაიწყო, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა კრებები 45 სოფელსა და 2 დაბაში ჩაატარეს. მოსახლეობასთან შეხვედრები კოვიდრეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობდა. შეგახსენებთ, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის 714 000 ლარია გამოყოფილი. მუნიციპალიტეტი პროექტების განსახორციელებლად 100%-იანი თანადაფინანსების ვალდებულებას იღებს. ჯამში კი, წელს ბოლნისში, ამ პროგრამის ფარგლებში, 1 428 000 ლარი დაიხარჯება.

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დღეს დავასრულეთ, ჩვენ ადგილობრივ მოსახლეობას ყველა დასახლებაში შევხვდით და პირადად მოვისმინეთ ის საჭიროებები, რაც მათ წინაშე დგას. სოფლის პროგრამის ფარგლებში, ცენტრალური და მუნიციპალური დაფინანსებით, წელს მთელი რიგი მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება დაიგეგმა. სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მოსახლეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში აქტიურად იყო ჩართული და განსახორციელებელი პროექტებიც სწორედ მათ შეარჩიეს. ვფიქრობ, ძლიერი სოფელი ძლიერი ქვეყნის საწინდარია და ჩვენი ვალდებულებაა სოფლის განვითარებას მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0