“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო. მოსახლეობის მიერ პრიორიტეტების შერჩვის მიზნით გამართულ საკონსულტაციო შეხვედრებს სოფელ ზუმში, ხაბუმესა და მუხურში – სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია, მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და საკრებულოს თავმჯდომარე კობა ჯიქია დაესწრნენ. ადგილობრივებმა პრიორიტეტად სოფელ ზუმში გარე განათების, საუბნო გზის, ცხაურების მოწყობა, წისქვილების რეაბილიტაცია, სოფლის ცენტრისა და საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობა დაასახელეს. ხაბუმეში მოსახლეობამ გარე განათების, საუბნო გზების, სკვერის, სანიაღვრე არხების, წყალმომარაგების სისტემის მოწყობა, წისქვილების რეაბილიტაცია, საბავშვო ბაღისთვის ინვენტარის შეძენა მოითხოვა. მუხურში პრიორიტეტად მოსახლეობამ გარე განათების, მოსაცდელების, შიდა საუბნო გზების, სანიაღვრე არხების მოწყობა და წისქვილების რეაბილიტაცია დაასახელა.
“სოფლის მხარდაჭრის პროგრამის ფარგლებში“ მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები ფინანსდება. სოფლების მიერ შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება. მიმდინარე წელს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 446 000 ლარი დაიხარჯება. დასახლებების საერთო კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაციები დღეს დაიწყო და ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ეტაპობრივად გაიმართება.
,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო
24/02/2021