სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტებში, მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს. მორიგი კრებები ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში ზემო და ქვემო თლუღში ჩატარდა, რომელსაც რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, ამბროლაურის საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
არჩილ ჯაფარიძემ აღნიშნა,რომ მსგავსი ფორმატის შეხვედრები მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინებით პროექტების დაგეგმვაში დაეხმარებათ.
“მოსახლეობას გავაცანით სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დეტალები და თანხის განაწილების პრინციპები, გარდა იმისა, რომ პროგრამის ფარგლებში რეგიონის თითოეული სოფლისათვის არაერთი სასიკეთო საქმე გაკეთდება, მოსახლეობის ამ დონის ჩართულობის უზრუნველყოფა წინ გადადგმული ნაბიჯია დეცენტრალიზაციისა და ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების გზაზე. მსგავსი ფორმატის შეხვედრებზე ადამიანებს საშუალებას აქვთ უშუალოდ გვესაუბრონ, ხოლო ჩვენ, კიდევ უფრო უკეთ ვეცნობით ადგილზე თითოეული მაცხორებლის პრობლემას, რაც საშუალებას გვაძლევს ინფრასტრუქტურული თუ სხვა სახის პროექტები მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინებით დავგეგმოთ”- განაცხადა რჩილ ჯაფარიძემ.
2020 წელს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით,რეგიონში 2 586 000 ლარი 249 სოფელში დაიხარჯება.