სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში შეხვედრები დაიწყო

11/02/2020

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში შეხვედრები დაიწყო. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ლექსურის, გულიდის, მელურის, ლასკადურის, ბაბილის, მაცხვარლამეზურის, ყარიშის, კახურის სოფლების მოსახლეობას შეხვდნენ. სოფ. ლექსურის მოსახლეობამ, პრიორიტეტად, მთა ზაინაკარისკენ მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დაასახელა. მაცხვარლამეზურში, გულიდაში და მელურაში შიდა სასოფლო გზებს მოაწესრიგებენ. ძველი წისქვილის აღდგენა გადაწყვიტა სოფ. ბაბილის მოსახლეობამ. ლასკადურასა და ყარიშში ადგილობრივმა მოსახლეობამ, პრიორიტეტად, გარე განათების მოწყობა განსაზღვრა. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტში შემავალ სოფლებში შეხვედრები 10 თებერვალს დაიწყო და 18 თებერვლამდე გაგრძელდება

Tweet about this on TwitterShare on Facebook0