„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში წიფორში, ჭრეშში, ხახალაჯვარსა და დარბაზში მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა

06/02/2020

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს. ამჯერად ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი მერიის წარმომადგენლებთან ერთად, სოფლებს: წიფორს, ჭრეშს, ხახლაჯვარსა და დარბაზს ეწვია. მოსახლეობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ხახალაჯვარში გარე განათების ქსელი მოეწყობა. ჭრეშში შიდა გზების კეთილმოწყობა იგეგმება. დარბაზში კი სასმელი წყლის ქსელი გაკეთდება.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის 714 000 ლარია გამოყოფილი. მუნიციპალიტეტი პროექტების განსახორციელებლად 100 %-იანი თანადაფინანსების ვალდებულებას იღებს. ჯამში კი წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ამ პროგრამის ფარგლებში, 1 428 000 ლარი დაიხარჯება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0