სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში კრებები ხაშურის მუნიციპალიტეტში შემავალ სოფლებში გაიმართა

24/01/2019

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში კრებები ხაშურის მუნიციპალიტეტში შემავალ შემდეგ სოფლებში გაიმართა: ნაცარგორა, დიდი ფლევი, პატარა ფლევი, ტკოცა, ახალსოფელი, დიდი და პატარა სატივე, სავანისუბანი, რუსაანთუბანი, ტეზერი, დიდი ბეკამი და პატარა ბეკამი.
ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური მონაწილეობით, თითოეული სოფლის მიხედვით გამოიკვეთა პრიორიტეტები.
კერძოდ, ნაცარგორას და დიდი ფლევის მოსახლეობამ ყველაზე მნიშვნელოვნად წყლის სისტემების რეაბილიტაცია მიიჩნია.
პატარა ფლევის მოსახლეობამ გზის მოხრეშვა, ტკოცაში პრიორიტეტად ატრაქციონებისა და სპორტული მოედნის ინფრასტრუქტურის მოწყობა დაასახელეს.
ახალსოფელში მოსახლეობამ სასაფლაოს შემოღობვა ითხოვა, პატარა სატივეში მოსაცდელი, დიდ სატივეში, სავანისუბანში და ტეზერში შიდა გზების მოხრეშვა.
რუსაანთუბანში ადგილობრივებმა პრიორიტეტად სოფლამდე მისასვლელი გზის გარე განათების მოწყობა დაასახელეს.
დიდ ბეკამში და პატარა ბეკამში სასმელი წყლის რეაბილიტაცია მიიჩნიეს მნიშვნელოვნად.
კრებებს ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ზვიად ქურდაძე, იურიდიული უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი დავით ღვალაძე, ეკონომიკური განვითარების სამსახურის ხელძღვანელი სერგო ლალიაშვილი, ინფრასტრუქტურის განყოფილების ხელმძღვანელი გიორგი პაპიაშვილი, მერის წარმომადგენლების საქმიანობის კოორდინაციის განყოფილების უფროსი ივანე ლოლაძე და მუნიციპალიტეტის მერიის სხვა წარმომადგენლები.
პროცედურის თანახმად, მოსახლეობამ არჩევანი კენჭისყრით დააფიქსირა. სოფლების მიერ შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.
აღნიშნული პროექტები, მთავრობის გადაწყვეტილებით, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის აქტიური ჩართულობით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელდება.
პროგრამის მიზანი სოფლების გაძლიერებაა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0