სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საერთო კრებები და კონსულტაციები ამჯერად სამთაწყაროში, ფიროსმანსა და საბათლოში გაიმართა. საზღვრისპირა სოფლების მოსახლეობას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი თოფურია, კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გივი მეტრეველი და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი შეხვდნენ.
შეხვედრებზე ხელისუფლების წარმომადგენლები სოფლებში არსებულ პრობლემებს გაეცნენ და იმ პროექტებზე ისაუბრეს, რომელთა განხორციელებაც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს იგეგმება.
კრებებზე სამთაწყაროს, ფიროსმანისა და საბათლოს მაცხოვრებელთა გადაწყვეტილებით პროგრამით განსახორციელებელი პროექტები დასახელდა :
სამთაწყარო-გარე განათება, წყლის დებეტის გაზრდა, სპორტული დარბაზის მოწყობა, გმირთა მემორიალის გაკეთება.
ფიროსმანი-რეკრეაციული ზონის კეთილმოწყობა, სასაფლაიოს მოწესრიგება.
საბათლო-შიდა გზების მოხრეშვა, სასმელი წყლის დებეტის გაზრდა.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საერთო კრებები და კონსულტაციები ამჯერად სამთაწყაროში, ფიროსმანსა და საბათლოში გაიმართა
23/01/2019