სოფლის მხარდაჭერის პროგრამით შრომაში რკინა-ბეტონის გზები მოეწყო

11/08/2016

დასრულდა რთული საგზაო მონაკვეთების რეაბილიტაცია სოფელ შრომაში. 535 გრძივი მეტრი რკინა-ბეტონის საფარი მოეწყო მოცვნარში, ხრიალეთში, ვაკესა და ორმეთში. სამშენებლო სამუშაოები შპს „უნივერსალმა“ განახორციელა. პროექტის ჯამური ღირებულება 83 928 ლარს შეადგენს.
გზების რეაბილიტაციის პროცესს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი გოჩა აბაშმაძე დაესწრო.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ერთეულებში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0