დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვერდრები გაიმართა. მუნიციპალიტეტის გამგებელი ნიკოლოზ ჯანიაშვილი, გამგებლის პირველი მოადგილე სოლომონ ღორაშვილი, საკრებულოს წევრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ზემო მაჩხაანის, მირზაანისა და არბოშიკის მოსახლეობას შეხვდნენ.
სოფელ ზემო მაჩხაანის მოსახლეობის გადაწყვეტილებით, „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამით გამოყოფილი 40490 ლარით, სოფელში დარჩენილი 5 უბანში მოეწყობა გარე განათება და კლუტურის სახლის ეზოში სველი წერტილი.
სოფ. არბოშიკის მცხოვრებლებთა გადაწყვეტილებით, დარჩენილი უბნების გარე განათება მოეწყობა, სოფლის შიდა გზების მოხრეშვა-დაგრეიდერება მოხდება, სპორტულ მოედანზე კალათბურთის ფარები დაყენდება, უთრუთაანთ წყლის I სათავე-ნაგებობის გაწმენდა და სეფიაშვილების ქუჩაზე სასმელი წყლის შეკეთება მოხდება და ასევე ორმოღელის უბანში მცირე სანიაღვრე არხის მოწყობა განხორციელდება. აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად 34120 ლარი არის გამოყოფილი.
სოფ.მირზაანში სოფლის პროგრამის მხარდაჭერით გამოყოფილია 14 910 ლარი. ამ თანხით მირზაანში სასაფლაოების შემოღობვა და გონაანთ უბანში სასმელი წყლის გაყვანა მოხდება.
“სოფლის მხარდაჭერის” პროგრამა დაიწყო დედოფლისწყაროში
15/03/2016