სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები გრძელდება

09/03/2016

2016 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ბაილეთის თემზე 34 000 ლარია გათვალისწინებული.
ბაილეთის ადმინისტრაციულ შენობაში გამართულ შეხვედრაზე ადგილობრივმა მსახლეობამ პრიორიტეტად გზის მშენებლობა და საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დაასახელა.
სოფლის საერთო კრებები დღეს სოფელ სილაურსა და ჯუმათის თემში გაიმართება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0