,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შეხვედრები გრძელდება

04/03/2016

დღეს 4 მარტს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, ლიას ადმინისტრაციული ერთეულისა და სოფელ ეწერის მოსახლეობას პრიორიტეტების გამოვლენის მიზნით ხვდებოდნენ. შეხვედრაზე ისაუბრეს განსახორციელებელ პროექტებზე.
მოსახლეობის გადაწყვეტილებით ლიას ადმინისტრეციულ ერთეულში დასახელდა #1 და #2 საბავშვო ბაღებში სარეაბილიტაციო სამუშაოები, ამბულატორიის რეაბილიტაცია, ლიას ცენტრის კეთილმოწყობის სამუშაოები.
ეწერის ტერიტორიაზე მთავარ პრიორიტეტად დასახელდა გზის მოხრეშვითი სამუშაოები.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობისაგან მოსახლეობამ ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი მიიღო.
წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტს გამოეყო თანხა 710 000 ლარის ოდენობით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0