სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრა ბოლნისის მუნიციპალიტეტის კიდევ სამ სოფელში შედგა

29/01/2019

სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრა მუნიციპალიტეტის კიდევ სამ სოფელში შედგა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, კონსტანტინე კორძაძემ, ვანათის, ხატისოფლისა და ზვარეთის ოსახლეობასთან კრებები ჩაატარა. მაცხოვრებლებმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, საკუთარი პრიორიტეტები გააცნო და წელს განსახორციელებელი პროექტები შეარჩია.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხითა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, სოფელ ვანათსა და ხატისოფელში გარე განათების ქსელი, ხოლო ზვარეთში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი მოეწყობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0