„სოფლის მეურნეობის განვითრების სტრატეგიის 2015-2020 წლების“ 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების მდგომარეობა განიხილეს

12/08/2017

სოფლის მეურნეობის სამინისტროს დეპარტამენტებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელებმა „სოფლის მეურნეობის განვითრების სტრატეგიის 2015-2020 წლების“ 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების მდგომარეობა და მიმდინარე სამუშაოები გაფართოებული შეხვედრის ფორმატში განიხილეს.
შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განხორციელებული სამუშაოები შეაფასა და იმ ინდიკატორების მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომელიც მიღწეული შედეგების ეფექტიანობას განსაზღვრავს.
აღნიშნული შეხვედრა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ფინანსური მხარდაჭერით შედგა.
შეხვედრას, რომელიც ქალაქ ბორჯომში გაიმართა, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის საქართველოს ოფისის (FAO) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0