სოფლის მეურნეობის გამოცდილი სპეციალისტები, რეგიონის მასშტაბით სფეროში არსებულ საჭიროებების იდენტიფიცირებაზე იმუშავებენ

06/06/2019

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ინიციატივით, სოფლის მეურნეობის სპეციალისტთა საინიციატივო-საკონსულტაციო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც რეგიონის მასშტაბით ამ სფეროს სპეციალისტებს აერთიანებს. სოფლის მეურნეობის გამოცდილი სპეციალისტები, რეგიონის მასშტაბით სფეროში არსებულ საჭიროებების იდენტიფიცირებაზე იმუშავებენ და შესაბამის რეკომენდაციებს გასცემენ. შეხვედრაზე, სახელმწიფო რწმუნებულმა კენკროვანი კულტურების გაშენების სახელმწიფო პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომელიც ადგილობრივებს კულტურის გაშენებას 100 პროცენტით უფინანსებს. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ჩაის სექტორში არსებულ გამოწვევებზე და ამ კულტურის აღდგენის საკითხზე. სახელმწიფო რწმუნებულის განმარტებით რეგიონში ჩაის სექტორში ძირეული ცვლილებების მისაღწევად საჭიროა ამ სფეროში არსებული უცხოელი ინვესტორების შემოყვანა, რაზეც მუშაობას სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად აპირებს. ალექსანდრე მოწერელიამ ჩაის სახელმწიფო პროგრამაზე და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა. შეხვედრას, სფეროს სპეციალისტებთან ერთად, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი ნუგზარ გაბელია, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელი გიორგი ქვარაია და სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი ბაკურ გულუა ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0