სოფლის განვითარების სტრატეგიის განხილვა რაჭაში

27/06/2016

სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომლის ძირითადი მიზანიც საქართველოს სოფლის განვითარების სტრატეგიის შემუშავება და მის განხორციელებასთან დაკავშირებით საჭირო ღონისძიებების განხილვა იყო.
შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი პაპუნა მარგველიძე, რწმუნებულის ადმინისტრაციის თანამშრომლები და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
სტრატეგიის შემუშავება საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების შესაბამისად, UNDP–ის მხარდაჭერით ხორციელდება.
სოფლის განვითრების სტრატეგიასთან ერთად შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი სხვა პროგრამებიც განიხილეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0