სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდში მოქმედი შპს „ედელინგის“ თხილის გადამმუშავებელი საწარმო გაფართოვდა – თხილის გადამუშავების პროცესს მოხალვის ხაზი დაემატა. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ საწარმოში 5 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა. შეღავათიანი აგროლიზინგის თანხამ 1 მლნ ლარი შეადგინა. საწარმოში 30-ზე მეტი ადგილობრივია დასაქმებული. სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე გიორგი ჯიბლაძე და იმერეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბესიკ გოფოძე თხილის გადამმუშავებელ საწარმოში იმყოფებოდნენ, სადაც წარმოების პროცესს გაეცნენ.
„სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, კიდევ ერთი საწარმო გაფართოვდა. საწარმო წლიურად 1,000-1,500 ტონა თხილს გადაამუშავებს. მნიშვნელოვანია, რომ პროდუქცია ექსპორტზე გადის და მისი რეალიზაცია ევროკავშირის ქვეყნებში ხორციელდება“, – განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, გიორგი ჯიბლაძემ
შეღავათიანი აგროლიზინგი შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის კომპონენტია, რომელიც სოფლის მეურნეობის პროდუქციის დამატებითი ღორებულების შემქმნელი ინფრასტრუქტურის განვითარებას უწყობს ხელს. შეღავათიანი აგროლიზინგის ფარგლებში გაცემულია 38 მლნ ლარზე მეტი; სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსებამ 5 მლნ ლარი შეადგინა.