მიმდინარე წელს, ხაშურის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში,“ ჯამში 844 000 ლარის ღირებულების, 80 მცირე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.
მუნიციპალიტეტის 12 ადმინისტრაციული ერთეულის 71 სოფელში, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, საერთო კრებებზე, ხმათა უმრავლესობით პრიორიტეტები დაასახელეს.
პროექტების ნუსხა, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიამ შესათანხმებლად წარმომადგენლობით ორგანოს წარუდგინა და 2019 წლის 20 თებერვლის სხდომაზე #15 განკარგულებით დამტკიცდა.
http://khashuri.org.ge/imag…/gankargulebebi/G-2019/G-N15.pdf
სკოლების, საბავშვო ბაღების, სოფლის სასაფლაოების და სტადიონების კეთილმოწყობა, სასმელი წყლის, სარწყავი სისტემების, სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია, გარე განათების სისტემების მოწყობა-ეს იმ ინფრასტრუქტურული პროექტების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდება.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება. უახლოეს პერიოდში კი გამოცხადდება ტენდერები პროექტებით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამას“, რომლის ბიუჯეტიც 40 მილიონამდე ლარია, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი აფინანსებს.
სოფლებში 80 მცირე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება
26/03/2019