ხაშურის მუნიციპალიტეტის ე.წ. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში – წაღვლსა და ჩორჩანაში მცხოვრები 20 ახალგაზრდა საზაფხულო ახალგაზრდულ ბანაკში გაემგზავრება. ბანაკში ახალგაზრდების მონაწილეობა სრულად არის მხარდაჭერილი ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ. დღეს ბანაკის მონაწილეებს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის წარმომადგენლები: კონსტანტინე ფრუიძე, ბესიკ გაჩეჩილაძე და გიორგი კერესელიძე წაღვლის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელ ვაჟა ლომიძესთან ერთად შეხვდნენ და საგზურები პირადად გადასცეს.
ახალგაზრდული ბანაკი დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების (ICSU). ორგანიზებით კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაშია მოწყობილი. ახალგაზრდებისთვის დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობები, კონცერტები, სპორტული და ინტელექტუალური ღონისძიებები.
სოფლებში წაღვლსა და ჩორჩანაში მცხოვრები 20 ახალგაზრდა საზაფხულო ახალგაზრდულ ბანაკში გაემგზავრება
23/08/2019