სოფლებში ციხისჯვარსა და ანდეზიტში ​ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობამ განსახორციელებელი პროექტები შეარჩია

25/02/2019

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში ციხისჯვარსა და ანდეზიტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ადგილობრივი მოსახლეობის შეხვედრას ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი, სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულთან ბესიკ ამირანაშვილი, რწმუნებულის პირველ მოადგილე შალვა ბერძენიშვილი და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ლიპარტია დაესწრნენ.
კრებაზე მოსახლეობამ ის პრიორიტეტული პროექტები შეარჩია, რომლებიც მათ სოფლებში მიმდინარე წელს განხორციელდება. ხმათა უმრავლესობით სოფელ ციხისჯვარში წელს სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციის პროექტი შეირჩა. სასმელი წყლის შიდა ქსელის რეაბილიტაციას დაუჭირეს მხარი სოფელ ანდეზიტშიც.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ სოფლებში არსებულ საჭიროებებსა და მათ გადაწყვეტის გზებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე მოსახლეობამ ასევე 2019 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროექტების შესახებ მოისმინა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0