სოფიო კილაძე გერმანიის ელჩთან ერთად ბოლნისის მუნიციპალიტეტს ეწვია

08/07/2019

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა, საქართველოს პარლამენტში ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოგი მეშველიანმა და მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა ქალაქში გერმანიის ელჩს, ჰუბერტ ქნირშს და პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, სოფო კილაძეს უმასპინძლეს. სტუმრებმა ბოლნისში, ევანგელისტურ-ლუთერანული სამრევლო სახლი დაათვალიერეს და მრევლის უხუცეს წევრებს, რომლებმაც შვაბური დიალექტი შემოინახეს, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების საკითხების შესახებ ესაუბრნენ.
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, გერმანიის ელჩთან ერთად, ქალაქ ბოლნისში, მოინახულეს ისტორიული შენობა-ნაგებობა, რომელსაც რეაბილიტაცია ქართულ-გერმანული მხარის ფინანსური მხარდაჭერით უტარდება. პროექტის დასრულების შემდეგ, ადგილზე მუნიციპალიტეტის მულტიკულტურული ცენტრი გაიხსნება.
ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა დღესვე, ეროვნული მუზეუმის დირექტორთან, დავით ლორთქიფანიძესთან ერთად, ბოლნისის ახალი მუზეუმი დაათვალიერეს, სადაც უახლოეს პერიოდში არაერთი საინტერესო და უნიკალური ექსპონატი განთავსდება

Tweet about this on TwitterShare on Facebook0