ძლიერი წვიმის შედეგად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარში 20-მდე ოჯახს დაეტბორა საცხოვრებელი სახლის პირველი სართული და საკარმიდამო ნაკვეთები. დაზიანებულია სოფლის ამბულატორიის შენობა. სტიქიის ზონაში დილიდანვე იმყოფებოდა მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი, მერის მოადგილეები და საკრებულოს წარმომადგენლები. სტიქიის პირველივე წუთებიდან ადგილზე მობილიზებური იქნა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ტექნიკა, სანიაღვრე არხების გაწმედა და საცხოვრებელი სახლებიდან წყლის ამოტუბვის სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.სამუშაოებში აქტიურად იყვნენ ჩართული მელიორაციის სამსახურის, მუნიციპალიტეტის სამაშველო სამსახურის და „ლაგოდეხის სერვის ცენტრის“ თანამშრომლები. სტიქიის ზონაში ასევე იმყოფებოდნენ პოლიციის წარმომადგენლები. ამ ეტაპისათვის სოფელ ჰერეთისკარში პირველადი სამუშაოები დასრულებულია.
სოფელ ჰერეთისკარში 20-მდე ოჯახს დაეტბორა საცხოვრებელი სახლის პირველი სართული

22/07/2018