სოფელ ჯუგაანის საბავშვო ბაღის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება

19/09/2016

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანის საბავშვო ბაღის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. სულ მალე 75 ბავშვზე გათვლილი, ევროსტანდარტების შესაბამისი შენობა აღსაზრდელებს მიიღებს.
შეგახსენებთ, ჯუგაანში საბავშვო ბაღისთვის განკუთვნილი შენობის უქონლობის გამო, სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება რამდენიმე წლის განმავლობაში არასტანდარტულ, კერძო სახლში ფუნქციონირებდა.
სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების მშენებლობა რეგინში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა და მასზე 340 000 ლარი დაიხარჯა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0